აშშ-მა სირიის მიმართ სანქციები გააუქმა 

01 ივლისი 2025, 13:11 85 ნახვა

აშშ-ის მიერ სირიის მიმართ სანქციების გაუქმება ძალაში პირველი ივლისიდან შევა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ჯერ კიდევ 2004 წელს დაწესებული სანქციები ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობისკენ მიმავალი გზის მხარდაჭერის მიზნით მოხსნა. განკარგულებაში მითითებულია, რომ ტრამპი აუქმებს სანქციებს სირიის წინააღმდეგ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ.

შეზღუდვები იმოქმედებს „ადამიანის უფლებათა დამრღვევების, ნარკომოვაჭრეებისა და ქიმიური იარაღის, ისლამური სახელმწიფოს ან მისი მხარდამჭერი პირების, ასევე მათი ირანელი შუამავლების წინააღმდეგ“.

განკარგულება ასევე ითვალისწინებს გარკვეულ საქონელზე ექსპორტის კონტროლის შემსუბუქების საშუალებას და აუქმებს სირიისთვის საგარეო დახმარების შეზღუდვებს, ასევე სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას „ტერორისტის“ სტატუსის გადახედვას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი