უკრაინის ლუჰანსკის რეგიონის პრორუსი ხელმძღვანელის განცხადება

01 ივლისი 2025, 13:31 179 ნახვა

რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ ლუგანსკის ოლქზე სრული კონტროლი დაამყარა - განუცხადა ოლქის პრორუსმა ხელმძღვანელმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას. ლუგანსკი, რომლის ფართობი 26,700 კვადრატული კილომეტრია, პირველი უკრაინული რეგიონია, რომელიც სრულად მოექცა რუსეთის ძალების კონტროლის ქვეშ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმი 2014 წელს ანექსიით გაიფორმა.

პუტინმა 2022 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ლუგანსკი - ნაწილობრივ კონტროლირებად დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებთან ერთად - რუსეთს შეუერთდა, ნაბიჯი, რომელსაც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები უკანონოდ მიიჩნევდნენ და რომელსაც მსოფლიოს უმეტესობა არ აღიარებდა.

„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორია სრულად გათავისუფლებულია - 100%-ით“, - განუცხადა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას ლეონიდ პასეჩნიკმა, რომელიც საბჭოთა უკრაინაში დაიბადა და ამჟამად მოსკოვის მიერ „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურად რუსეთის მიერ დანიშნული ჩინოვნიკია.

რუსეთი აცხადებს, რომ ტერიტორიები ახლა რუსეთის ნაწილია, მისი ბირთვული ქოლგის ქვეშ ექცევა და არასდროს დაბრუნდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი