იზმირის პროვინციის დასავლეთით მდებარე თურქეთის საკურორტო ქალაქ ჩეშმეში ხანძარი ღამითაც მძვინვარებდა. იზმირის გუბერნატორის თქმით, პრევენციული ზომების სახით, ტერიტორიაზე სამი დასახლებული პუნქტის ევაკუაცია მოხდა, დაიკეტა იზმირთან დამაკავშირებელი მაგისტრალი.
ბოლო წლებში თურქეთის სანაპირო რეგიონებში გახშირდა ტყის ხანძრები, რადგან ზაფხული უფრო ცხელი და მშრალი გახდა, რასაც მეცნიერები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.