უკრაინის სამხედრო და რეგიონული წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ პოლტავაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.
რეგიონის გუბერნატორმა ვოლოდიმირ კოჰუტმა განაცხადა, რომ დაზიანდა პოლტავის დაკომპლექტებისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრის შენობა. ახლომდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა.
რუსეთმა დღეს ოდესაც დაბომბა. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 წლის ბიჭი და 9 წლის გოგონა.
დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მობინადრეების ევაკუაცია მაშველებმა ამწის საშუალებით მოახდინეს. ექვსი ბინა მთლიანად განადგურდა.