რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეტევა განახორციელეს. დაშავებულია სულ მცირე 21 ადამიანი.
თავდასხმა ოლქის 6 რაიონში მოხდა. დაზიანებულია სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რის გამოც სამგზავრო მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.
კიევის მერის განცხადებით, დნეპროვსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საცხოვრებელი შენობების ეზოში და საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე დაეცა.