მოსკოვის ოლქზე უკრაინამ დრონებით თავდასხმა განახორციელა. სერგეევ პოსადის რაიონის ხელმძღვანელის ოქსანა ეროხანოვას განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი.
გარდა ამისა, უკრაინულმა მხარემ დრონებით შეუტია როსტოვის ოლქის რამდენიმე ქალაქს. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.
მილეროვსკის რაიონის სოფელ დოლოტინკაში უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის გამო რამდენიმე აეროპორტში ფრენები დროებით შეიზღუდა.