აფეთქება ბენზინგასამართ სადგურზე იტალიაში - არიან დაშავებულები 

04 ივლისი 2025, 13:19 115 ნახვა

რომის აღმოსავლეთით მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე 9 ადამიანი დაშავდა. მძიმე დამწვრობით  3 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქება პრენესტინოს რაიონში მოხდა.

მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის არიან პოლიციელები და მეხანძრეებიც. ძლიერი აფეთქების ხმა, როგორც მედიაში წერენ, რომშიც გაისმა.

ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახრები ამ დრომდე მუშაობა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი