ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, 25 ბავშვი დაკარგულად ითვლება

05 ივლისი 2025, 10:28 264 ნახვა

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, 25 ბავშვი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკარგულ ბავშვებს შორის უმეტესობა გოგონები არიან, რომლებიც საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.

წყალდიდობის შედეგად დაკარგულების სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ოპერაციაში ჩართულია 5 ვერტმფრენი, ასევე მაღალი გამავლობის მანქანები და მაშველები. საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.

წყალდიდობის შედეგად დატბორილია საავტომობილო გზები, დაზიანდა ხიდები.

სტიქიის გამო, შტატში სატელეკომუნიკაციო ხაზები დაზიანებულია, რაც ადგილობრივებთან დაკავშირებას ართულებს. რამდენიმე რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში