თურქეთში რამდენიმე ქალაქის ოპოზიციონერი მერი დააკავეს

05 ივლისი 2025, 14:52 118 ნახვა

თურქეთში 3 ქალაქის ოპოზიციონერი მერები დააკავეს. მედიის ცნობით, ადამიანის მერი აბდურაჰმან თუთდერე და ადანას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, ზეიდან კარალარი დილის რეიდების დროს დააკავეს. დაკავებულთა შორის არის ანტალიის მერი მუჰიტინ ბოჩეკიც. სამივე  მათგანი მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის წევრები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით,  მათ ბრალად ედებათ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა, მექრთამეობა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ამავე საქმის ფარგლებში სულ 10 პირია დაკავებული. შეგახსენებთ, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის 22-წლიანი მმართველობის მთავარ კონკურენტად ითვლება, ოთხი თვის წინ კორუფციის ბრალდებების გამო დააპატიმრეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში