ევროკავშირი ისრაელისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს

05 ივლისი 2025, 17:29 124 ნახვა

ევროკავშირი მომდევნო კვირაში ისრაელისთვის სანქციების დაწესების განხილვას აპირებს.

როგორც გამოცემა "ევროაქტივი" წერს, ღაზაში განვითარებული მოვლენების გამო, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ისრაელის წინააღმდეგ  ხუთი შესაძლო ზომის დაწესებას განიხილავს.

ევროკავშირის საგარეო უწყების წინადადება მოიცავს: ისრაელთან ასოცირების შეთანხმების სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებას, ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას, ცალკეული თანამდებობის პირების მიმართ სანქციების დაწესებას, სავაჭრო შეზღუდვებს, ასევე, ევროკავშირსა და ისრაელს შორის მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეჩერებას

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ოფიციალურად წარადგენს ისრაელის წინააღმდეგ სანქციების წინადადებას.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკითხზე 15 ივლისს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში