ირანის სულიერი ლიდერი მძიმედ არის ავად ან გარდაცვლილია - უცხოური მედია

05 ივლისი 2025, 19:41 145 ნახვა

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი საჯაროდ 25 დღეა არ გამოჩენილა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild წერს. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სულიერი ლიდერი შესაძლოა მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა. გამოცემის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეიმ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხალხს მხოლოდ 2-ჯერ მიმართა, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რადგან ხამენეი როგორც წესი, მნიშვნელოვან რელიგიურ ცერემონიებს სისტემატიურად ესწრება. გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა 13 ივნისს ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები დაიწყო, ხამენეი მიწისქვეშა თავშესაფარში იმალებოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში