უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგასთან მიმდინარე კვირაში გამართულ სატელეფონო საუბარს საუკეთესოს და ყველაზე ნაყოფიერს უწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დრონებთან დაკავშირებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ კომპანიას შორის შეთანხმებაა მიღწეული.
ზელენსკი ასევე მადლიერებას გამოხატავს დონალდ ტრამპის მიმართ დასახმარებლად მზადყოფნისთვის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს საჰაერო თავდაცვის თემატიკაც.