უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

07 ივლისი 2025, 20:01 123 ნახვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი 90 მილიონი გრივნის მოპარვაში ამხილეს.

გამოძიების თანახმად, გარიგება ორგანიზებული იყო თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტმანეტის ყოფილი უფროსის და კონტრაქტორი კომპანიიდან მისი ორი თანამზრახველის მიერ.

ალექსანდრ ლიევი, რომელიც 2.1 მილიონი დოლარის მოპარვაში ამხილეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკის, შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

გავრცელებული ცნობით, ბრალდდებულმა თანხა ფრონტის საჭიროებებისთვის დეფექტური ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების შეძენით მიითვისა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2022-2023 წლებში თანამდებობაზე ყოფნის დროს ალექსანდრე ლიევმა მთავრობის კონტრაქტი გააფორმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდების შესახებ.

თანამედროვე იარაღის ნაცვლად, კონტრაქტორები მომხმარებლებს აწვდიდნენ ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებს, რომლებიც მათი გამოყენებისთვის უვარგისი იყო, მიღებული ბიუჯეტის სახსრები კი დამალეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში