დონალდ ტრამპი ორშაბათს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება

07 ივლისი 2025, 20:02 117 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტს ორშაბათს თეთრ სახლში შეხვდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც ტრამპი იანვარში აშშ-ის პრეზიდენტი ახალი ვადით გახდა, ეს თეთრ სახლში ნეთანიაჰუს მესამე ვიზიტი იქნება.

ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ისრაელის ოფიციალური პირები დაჯგუფება „ჰამასთან“ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს მართავენ, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის შუამავლობით ღაზაში მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში