ტეხასის წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

08 ივლისი 2025, 09:53 113 ნახვა

ამერიკის ტეხასის შტატში სტიქიური უბედურების რაიონში ათობით დაკარგული ადამიანის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მასში ჩართულია ათობით მაშველი და  შვეულმფრენები.  ბოლო მონაცემებით, წყალდიდობამ 96 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ბევრი ბავშვია. 

სამდღიანი კოკისპირული წვიმის შემდეგ   მდინარე გვადალუპე ადიდდა და ნაპირზე მოწყობილი ქრისტიანული საზაფხულო ბანაკი გაანადგურა.

უკვე დადასტურებულია ბანაკის 27 წევრისა და ერთი კონსულტანტის დაღუპვის ფაქტი.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში