მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაციის იგივე - ასეანის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით 58-ე შეხვედრის წინ გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
შეხვედრის დღის წესრიგში, რომელიც 12 ივლისამდე გაგრძელდება, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები და რეგიონული საკითხებია.
ასევე, მიანმარში მიმდინარე კონფლიქტი და ღაზაში არსებული ვითარება იქნება.
ფორუმს დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.