აშშ სირიასა და ირანს სანქციებს მოუხსნის

08 ივლისი 2025, 10:13 108 ნახვა

ტრამპი არ გამორიცხავს, რომ  ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მკაცრი სანქციები გააუქმოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ვახშმის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების მოხსნის ბოლოდროინდელი ნაბიჯი ამ ქვეყანას წინსვლაში დაეხმარება და იმედოვნებს, რომ მსგავსი ნაბიჯი მომავალში ირანისთვისაც გადაიდგმება.  

რაც შეეხება ღაზის სექტორს ტრამპის თქმით, აშშ  პალესტინელებს „უკეთეს მომავალს“ მისცემს და მიანიშნა, რომ ღაზის მოსახლეობას მეზობელ ქვეყნებში გადასვლა შეუძლია.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში