წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების თავდასხმის შემდეგ ბერძნული გემის ეკიპაჟი გადაარჩინეს

08 ივლისი 2025, 13:12 185 ნახვა

6 ივლისს წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების ცეცხლსასროლი იარაღით, დრონებითა და რაკეტებით თავდასხმის დროს დაზიანებული ბერძნული  მშრალმზიდის ეკიპაჟი იძულებული გახდა გემი დაეტოვებინა. ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი მშრალმზიდი უკვე  იძირებოდა, როცა ეკიპაჟის 19 წევრი  სხვა გემმა აიყვანა და უსაფრთხოდ ჩაიყვანა ჯიბუტის დორალეჰის პორტში.

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა ისევ შენარჩუნებულია ღაზაში ომის, ისრაელ-ირანის 12-დღიანი ომისა და  აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმების გამო.

ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა 2023 წლის ნოემბრიდან წითელ ზღვაში გემებზე 100-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს და განაცხადეს, რომ ისინი პალესტინელების სოლიდარობის ნიშნად მოქმედებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში