ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას წყვეტს

09 ივლისი 2025, 13:19 224 ნახვა

ევროკავშირში, აშშ-სა და  თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის დაპატიმრებული ლიდერი აბდულა ოჯალანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ დაჯგუფების შეიარაღებული ბრძოლა თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ დასრულდა და დემოკრატიულ პოლიტიკაზე სრული გადასვლის მოწოდებით გამოდის.

ივნისით დათარიღებულ ჩანაწერში, რომელიც ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაახლოებულმა სააგენტომ ფირატ-ნიუსმა გამოაქვეყნა, ოჯალანმა თურქეთის პარლამენტს მოუწოდა, შექმნას კომისია განიარაღების ზედამხედველობისა და უფრო ფართო სამშვიდობო პროცესის სამართავად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში