ვითარება ახლო აღმოსავლეთში კვლავ მძიმეა. ბოლო 48 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო ძალებმა 250-ზე მეტი ტერორისტული სამიზნე დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია წერს. იერიშის შედეგად დაიღუპა 142 პალესტინელი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათი სამიზნე ნაღმებისა და იარაღის საწყობები, ასევე გვირაბები და სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურა იყო.