რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა რუსეთის ინტერესების ინგორირება გადაწყვიტა.
პუტინის თქმით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დასავლეთს რუსეთზე გეოპოლიტიკური უპირატესობის მიღწევა სურდა.
„ის, რომ საბჭოთა კავშირმა ჩაიდინა „აუტოდაფე“, მოახდინა თვითლიკვიდაცია – მე ვფიქრობ, ამ საკითხზე ჩემს წინამორბედებთან არასოდეს მისაუბრია – მომდინარეობდა იქიდან, რომ რუსეთი გახდებოდა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. დასავლეთმა გადაწყვიტა: საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, რატომ უნდა დავიცვათ წესები რუსეთის მიმართ, რომელიც არ ფლობს ისეთ პოტენციურ ძალას, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა; კარგი, ახლა ჩვენ რაღაცას ისე გამოვთვლით, როგორც გვინდა და ვიცხოვრებთ იმ წესებით, რომლებიც ჩვენ თვითონ შევქმენით ჩვენთვის, რუსეთის ინტერესების იგნორირებით“, – აღნიშნა პუტინმა.