კიტ კელოგი კიევში ჩავიდა

14 ივლისი 2025, 11:07 91 ნახვა

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავიდა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, კელოგთან განიხილავენ საკითხებს, რომლებიც შეეხება, მათ შორის შეიარაღებას, სანქციებს.

„თავდაცვა, უსაფრთხოების გაძლიერება, შეიარაღება, სანქციები, ჩვენი ხალხის დაცვა, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება - მრავალი თემაა განსახილველი“, - აღნიშნა ერმაკმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში