მარია ზახაროვას განცხადება

18 ივლისი 2025, 10:58 124 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს აქვს უფლება იარაღი გამოიყენოს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან.

მარია ზახაროვას თქმით, გერმანიის სამხედროები პირდაპირ ჩართულები აღმოჩნდებიან რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში, თუ უკრაინა შორი მანძილის გერმანულ „ტაურუს“ რაკეტებს გამოიყენებს.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ 2024 წლის ნოემბერში ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ განსაზღვრა რუსეთის პოზიცია დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, მწვანე შუქი მისცენ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში თავიანთი შორი მანძილის სისტემის გამოყენებაზე და პუტინის ეს პოზიცია უცვლელი რჩება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი