სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს აღარ დაბლოკავს

18 ივლისი 2025, 10:19 81 ნახვა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მე-18 პაკეტის მიღებას ვეტოს აღარ დაადებს. რობერტ ფიცომ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ სლოვაკეთმა ამ ეტაპზე მიაღწია ყველაფერს, რაც შეძლო.

ასევე მისი თქმით, ქვეყანამ სანქციების ახალი პაკეტი 6-ჯერ დაბლოკა, პოზიციის შეცვლა კი ევროკომისიისგან მიღებულმა წერილობითმა გარანტიებმა შეაცვლევინა, რომლებსაც ხელს ურსულა ფონ დერ ლაიენი აწერს და ის გაზის შესაძლო დეფიციტს, ასევე ფასს, ტრანსპორტირების ხარჯებს და შესაძლო მაღალი ფასით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციებს ეხება.

როგორც ფიცომ განაცხადა, სანქციების ახალი პაკეტის ბლოკირების გაგრძელება კონტრპროდუქტიული იქნება და სლოვაკეთის ინტერესებს დააზიანებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი