ევროკავშირმა თურქეთს სავიზო რეჟიმი შეუმსუბუქა

19 ივლისი 2025, 11:00 143 ნახვა

თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიღება გამარტივებული წესით შეეძლებათ. ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა, ამოქმედდა ე.წ კასკადური წესი, რომლის თანახმადაც, იმ პირებს, რომლებსაც მოკლევადიანი ვიზა აქვთ და ამავე დროს არ ფიქსირდება დარღვევა, შეუძლიათ გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზა  მიიღონ შემდგომი განაცხადის წარდგენისას.

გადაწყვეტილებას მიესალმა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განცხადებით თურქულმა ინსტიტუტებმა და ევროკომისიამ უნდა გააგრძელონ სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო შემსუბუქებისკენ სწრაფვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში