ვიეტნამის სანაპიროსთან ტურისტული ნავის გადატრიალებას 38 ტურისტი ემსხვერპლა

20 ივლისი 2025, 10:52 382 ნახვა

ვიეტნამის სანაპიროსთან ტურისტული ნავის გადატრიალებას 38 ტურისტი ემსხვერპლა. რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ჰალონგის ყურეში მოხდა.

ბორტზე 48 ტურისტი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. მაშველებმა ათი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ვიეტნამს ტაიფუნი უახლოვდება, რაც სამძებრო სამუშაოებს ართულებს

ნავი მაშინ გადაბრუნდა, როდესაც ტაიფუნი „ვიფა“ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შევიდა.

ჰალონგის ყურე ნავით გასეირნების ტურები ვიზიტორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი