რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს უპილოტო აპარატებით დაესხა თავს.
"რუსეთის თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ცხრა რეგიონის და შავი ზღვის აკვატორიის თავზე 93 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 19 მოსკოვის ოლქში", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
მოსკოვის მერ, სერგეი სობიანინის ცნობით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.
როგორც რუსული მედია იტყობინება, უპილოტო აპარატების თავდასხმის გამო, მოსკოვის ყველა აეროპორტმა – შერემეტიევომ, დომოდედოვომ, ვნუკოვომ და ჟუკოვსკიმ – ფრენები შეაჩერა.