თელ-ავივში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო

22 ივლისი 2025, 09:15 158 ნახვა

თელ-ავივში სირენები გაისმა, მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ  იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები გაანეიტრალეს, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რაიონში გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო. იემენიდან რაკეტის გაშვება მოჰყვა ისრაელის სამხედრო თავდასხმას იემენის ჰოდეიდას პორტში ჰუსიტების სამიზნეებზე. 

ეს იყო ისრაელის უახლესი თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებაზე, რომლებიც ისრაელისკენ მიმავალ გემებს ესხმიან თავს და მათ რაკეტებს ესვრიან. მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში პალესტინური დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ 2023 წლის ოქტომბერში ომი დაიწყო, ჰუსიტები პალესტინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად წითელ ზღვაში გემებს ესხმიან თავს. 

ისრაელმა საპასუხო თავდასხმა განახორციელა ჰუსიტების პოზიციებზე, რომლებიც იემენის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ნაწილებს აკონტროლებენ, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰოდეიდას პორტზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი