ბანგლადეშის საჰაერო ძალების თვითმფრინავის დაკაში კოლეჯისა და სკოლის კამპუსის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის შემდეგ დამწვარი შენობებიდან გამოყვანილ 27 დაღუპულს შორის სულ მცირე 25 ბავშვი იყო.
ჯანდაცვის საკითხებში მთავარი მრჩევლის სპეციალურმა თანაშემწემ, საიდურ რაჰმანმა, დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორის 25 ბავშვი, მასწავლებელი და პილოტი იყო, ხოლო 78 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ეფ-7 ტიპის თვითმფრინავი ორშაბათს ადგილობრივი დროით 13:06 საათზე დედაქალაქში, კურმიტოლის საჰაერო ბაზიდან რუტინული სასწავლო მისიის შესრულების შემდეგ მალევე ჩამოვარდა.
სამხედროების თქმით, თვითმფრინავს მექანიკური გაუმართაობის პრობლემა შეექმნა.
მთავრობამ ქვეყანაში გლოვის დღე გამოაცხადა, დროშები ნახევრად დაშვებულია და ყველა სალოცავ ადგილას დაღუპულთა სულებისთვის სპეციალური ლოცვები აღევლინება.