სუმიზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, სავაჭრო ცენტრი და ავტომობილები 

22 ივლისი 2025, 10:55 99 ნახვა

უკრაინის სუმის რეგიონში მაშველებმა დაზიანებული შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს და რუსული თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. 

ოფიციალური მონაცემებით, სუმის რეგიონის ორ რაიონში მოსკოვის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი ბავშვი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ მუშაობენ მაშველები და მეხანძრეები თავდასხმის ადგილზე, რომლის შედეგადაც რამდენიმე მრავალსართულიანი სახლი, სავაჭრო ცენტრი და 20-მდე ავტომობილი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი