თურქეთის სატყეო სამინისტრო ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელზეც თურქეთის ქალაქ ბილეჯიკში მეხანძრე-მაშველები „ცეცხლოვანი ტორნადოს“ ჩაქრობას ცდილობენ. ამ ზაფხულში თურქეთში ტყის ხანძრის ასობით კერა გაჩნდა, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით ათობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა სახლები.
ამ თვეში იზმირის დასავლეთ პროვინციაში გაჩენილ ხანძრებს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
საბერძნეთი და ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნები იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, რომელსაც მეცნიერები „ხანძრის კერას“ უწოდებენ - ხანძრები ამ ქვეყნებში ხშირია ცხელ და მშრალ ზაფხულში.