ოდესაზე რუსული დრონებით თავდასხმა განხორციელდა

22 ივლისი 2025, 13:53 116 ნახვა

ოდესაზე რუსული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ოდესის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, შედეგად დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა, ასევე დაიწვა ავტომობილები.

„ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობის მიუხედავად, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: ადმინისტრაციული შენობა, დაიწვა ავტომობილები, ჩამსხვრეულია საცხოვრებელი შენობების ფანჯრები“, – განაცხადა ოლეგ კიპერმა.

რუსულმა დრონმა ავტოსადგომს დაარტყა. თავდასხმის შემდეგ გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე მანქანა და ახლომდებარე სუპერმარკეტი გაანადგურა. მოსკოვს და კიევს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში ხვალ გაიმართება. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა.

ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში უკრაინის, რუსეთის, აშშ-ის და თურქეთის პრეზიდენტები უნდა ჩაერთონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი