რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

24 ივლისი 2025, 09:54 175 ნახვა

რუსეთის  ამურის რეგიონში ან-24-ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფა   სავარაუდოდ ეკიპაჟის მიერ დაშვებისას დაშვებული შეცდომის გამო მოხდა. ამის შესახებ რუსული სააგენტოები  საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით აცხადებენ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თვითმფრინავი ცუდი ხილვადობის პირობებში ცდილობდა დაშვებას.  სამგზავრო თვითმფრინავი ამურის რეგიონში რადარიდან გაუჩინარდა. 

თვითმფრინავის მოსაძებნად სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა. ბორტზე წინასწარი ინფორმაციით, 43 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.

ვარაუდობენ, რომ ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში