ისრაელში ავტომობილი ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა, დაშავებულია 8 ადამიანი

24 ივლისი 2025, 12:08 155 ნახვა

რვა ადამიანი დაშავდა ისრაელის ქალაქ  კფარ იონას მახლობლად, ავტობუსის გაჩერებაზე ავტომობილის შევარდნის შედეგად.  პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.

დაშავებულთა თქმით,  ავტობუსის გაჩერებაზე დგომისას, მოულოდნელად მათკენ დაიძრა ავტომობილი, დაეჯახა მათ და ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები ნეთანიას, კფარ საბასა და  ჰადერას საავადმყოფოებში  გადაიყვანეს.

ისრაელის პოლიცია თავდამსხმელს ეძებს. სამართალდამცველებმა თავდასხმაში მონაწილე მიტოვებული ავტომობილი უკვე იპოვეს. 

ეჭვმიტანილის ძებნა ღია ადგილებში და რამდენიმე მარშრუტზე პოლიციის ვერტმფრენის, დრონების, ძაღლების რაზმის, მოტოციკლების და საგანგებო სიტუაციების რეაგირების ჯგუფების  მონაწილეობით მიმდინარეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში