თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

25 ივლისი 2025, 14:01 169 ნახვა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ესკიშეჰირის პროვინციაში გასულ დღეს სულ მცირე 10 მეხანძრე-მაშველი დაიღუპა, 14-ზე მეტი სატყეო მუშაკი და მაშველი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქული მედიის ცნობით, ხანძრისას ქარმა მიმართულება შეიცვალა და მეხანძრეები ცეცხლის ალყაში აღმოჩნდნენ.

ხანძრის ახალი კერები გაჩნდა ანტალიაშიც. ქარაბუქის რეგიონის 14 სოფლიდან კი მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში