დონალდ ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გამოემხაურა და აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს ემანუელ მაკრონი. ტრამპის თქმით, მაკრონი კარგი ბიჭია, მოსწონს, თუმცა მის განცხადებას წონა არ აქვს.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ჰამასს“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების დადება არ სურს, რის გამოც ჯგუფის ლიდერებზე ახალი „ნადირობა“ დაიწყება.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.