აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი მოთმინებას და სურვილს კარგავს, განაგრძოს რუსეთთან მიმართებით უკრაინაში ომის დასასრულებლად ნაბიჯების გადადგმა. მარკო რუბიომ „ფოქს ნიუს“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, რუსეთის პრეზიდენტთან უშედეგოდ დასრულებული სატელეფონო საუბრებით. რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ მოქმედების დრო მოვიდა, რაც პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა. სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს ტრამპის ომი არ არის, მაგრამ მას მისი დასრულება სურს, უშედეგო სატელეფონო საუბრებით კი რუსეთი მხოლოდ დროს აჭიანურებს.