ტრამპი პუტინთან დაკავშირებით მოთმინებას კარგავს - რუბიო

27 ივლისი 2025, 12:25 69 ნახვა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან ომის დასულებისთვის ნაბიჯების მოლოდინში მოთმინებას კარგავს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიმ განაცხადა.

როგორც იგი აცხადებს, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრები უშედეგო აღმოჩნდა.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი სულ უფრო ღიზიანდება იმით, რომ ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი კომუნიკაციისა და სატელეფონო საუბრების მიუხედავად, შედეგი არ დადგა. ამიტომ, მოქმედების დრო მოვიდა და ვფიქრობ, პრეზიდენტი მოთმინებას კარგავს. ის კარგავს სურვილს ელოდოს, როდის მოიმოქმედებს რუსეთი რამეს, რათა ეს ომი დაასრულოს“, - განაცხადა რუბიომ.

მისივე თქმით, ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინი მასთან მოლაპარაკებებს, მხოლოდ, დროის გაყვანის მიზნით აწარმოებდა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ 100%-იან ტარიფს დააწესებს, თუ 2 სექტემბრამდე უკრაინაში მშვიდობის შესახებ შეთანხმება არ მიიღწევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში