რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტზე“ ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

28 ივლისი 2025, 14:31 149 ნახვა

რუსეთის ეროვნულ ავიაკომპანია „აეროფლოტზე“ ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, რომელზეც პასუხისმგებლობა უკვე აიღო ორმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ.  ავიაკომპანიის განცხადებით, საინფორმაციო სისტემებში მოხდა გაუმართაობა, რამაც მომსახურების ოპერაციების დროებითი შეფერხებები გამოიწვია.

მოსალოდნელია ზოგიერთი რეისის გრაფიკის ცვლილებები, მათ შორის დაგვიანებები და გაუქმებები. სპეციალისტები ამჟამად მუშაობენ ფრენის გრაფიკზე ზემოქმედების მინიმიზაციასა და ნორმალური მომსახურების ოპერაციების აღდგენაზე-წერს ავიაკომპანია ტელეგრამზე. ჰაკერების განცხადებით, კიბერთავდასხმის შედეგად განადგურებულია „აეროფლოტის“ 7 ათასი სერვერი და მათ ხელში აღმოჩნდა 20 ტერაბაიტის მოცულობის მონაცემები.

ავიაკომპანია, რომელიც უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, რამაც მკვეთრად შეზღუდა მგზავრობა და მარშრუტები, მგზავრების რაოდენობით მსოფლიოში ტოპ 20-ს შორის რჩება. ავიაკომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 2024 წელს „აეროფლოტის ჯგუფის“ მგზავრთა ნაკადმა 55.3 მილიონ მგზავრს მიაღწია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში