რუსეთმა გასული ღამით უკრაინას ორი „ისკანდერ-ემ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 37 დრონით შეუტია-განცხადებას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის რეგიონულმა ხელისუფლებამ განაცხადა კამენსკოეზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ, ხოლო ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების კოლონიაში 16 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა სავარაუდოდ, სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშში ნათქვამია, რომ 32 რუსული დრონი განეიტრალებულია, დაფიქსირებულია ხუთი დრონისა და ორი რაკეტის სამ ლოკაციაზე მოხვედრა, ასევე რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენა.