მაიამიში, ბარჟა შეეჯახა ნავს, რომლის ბორტზეც ხუთი ბავშვი და ერთი ზრდასრული იმყოფებოდა. ორი ბავშვი დაიღუპა, ხოლო ორი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. აშშ-ის სანაპირო დაცვამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
იალქნიან ნავზე მყოფი ექვსივე ადამიანი მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, ოთხი ბავშვი კი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი მათგანი ადგილზე მიყვანისთანავე გარდაცვლილად გამოაცხადეს.
აშშ-ის სანაპირო დაცვის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში გასასეირნებელ ნავებზე დაღუპვის 550-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან მხოლოდ 43 შემთხვევა გემების შეჯახების შედეგად მოხდა.