ვოლოდიმირ ზელენსკი ერთი კვირის წინ მიღებულ კანონს ცვლის

31 ივლისი 2025, 19:53 149 ნახვა

უკრაინის უმაღლესმა  რადამ ანტიკორუფციულ ორგანოებს ერთი კვირის წინ ჩამორთმეული დამოუკიდებლობა დაუბრუნა. რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს კანონი, რომელიც აღადგენს ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 331 დეპუტატმა. 
გასულ კვირას მიღებული კანონით  ანტიკორუფციული ორგანოები გენერალურ პროკურატურას დაექვემდებარა. კანონის მიღებამ გამოიწვია ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები უკრაინაში ომის დაწყებიდან და ასევე გამოიწვია კიევის მწვავე კრიტიკა დასავლეთის მხრიდან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი