რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

01 აგვისტო 2025, 11:08 168 ნახვა

რუსეთის მიერ კიევზე 31 ივლისს მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 159 პირი, მათ შორის 16 ბავშვი.

უკრაინული მედიის ცნობით, საბძებრო – სამაშველო ოპერაციები გრძელდება. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 100-ზე მეტმა ადამიანმა საჭირო დახმარება მიიღო, ხოლო ათეულობით მოქალაქე საავადმყოფოებში რჩება.

კიევში გლოვის დღეა გამოცხადებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი