პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის 100-ზე მეტ  წევრს პატიმრობა მიუსაჯეს

01 აგვისტო 2025, 11:20 116 ნახვა

პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის პარტიის 108 წევრს პატიმრობა მიუსაჯეს. ისინი 2023 წელს სამხედროების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით 58 პირს, რომელთა შორისაც მაღალი თანამდებობის პირები არიან, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, დანარჩენებს კი 1-დან 3 წლამდე პატიმრობა. ოპოზიციის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებებს გმობენ და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი