დონალდ ტრამპმის განკარგულება - 69 ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე 10%-დან 41%-მდე ტარიფები დაწესდება

01 აგვისტო 2025, 11:22 120 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 69 ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე, განახლებული ტარიფები დაწესდება. ჩამონათვალშია აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად მიჩნეული ქვეყნები, კანადა, ბრაზილია, ინდოეთი და ტაივანი. ასევე ევროკავშირის ქვეყნები. განკარგულება 10%-დან 41%-მდე  გადასახადს ითვალისწინებს, რომელიც თეთრი სახლის ინფორმაციით სავაჭრო დეფიციტის შემცირებას ისახავს მიზნად. ყველა ქვეყნისთვის ახალი გადასახადები 7 დღის შემდეგ ამოქმედდება, თუმცა კანადისთვის შეზღუდვები დაუყოვნებლივ შევა ძალაში. ყველაზე მათალი ტარიფები დაუწესდა სირიას, კანადისთვის კი გადასახადი 25%-დან 35%-მდე გაიზარდა. ტრანზიტული საქონელი 40%-ით დაიბეგრება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი