ღაზის სექტორში საკვების რიგში მყოფი 2 ადამიანი მოკლეს

01 აგვისტო 2025, 14:25 209 ნახვა

ღაზის სექტორში, საკვების მარაგის მოლოდინში სულ მცირე 2 ადამიანი მოკლეს, 70-ზე მეტი კი დაშავდა. „ჰუმანს რაით ვოჩში“ აცხადებენ, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ჰუმანიტარული ორგანიზაციის ცენტრებთან მყოფმა ისრაელის ჯარებმა პალესტინელები, რომლებიც საკვების რიგში იდგნენ მოკლეს, რაც ომის დანაშულს წარმოადგენს. არაბულ მედიაში წერენ, რომ გასულ დღეს ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში სულ მცირე 51 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 23-ზე მეტი დახმარების მოთხოვნის დროს. ღაზაში შიმშილით გარდაცვლილთა რიცხვი ამჟამად 154-ს შეადგენს, მათ შორის 89 ბავშვია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი