ფედერალური დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია დაიხურება

02 აგვისტო 2025, 10:14 88 ნახვა

აშშ-ის საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია ფედერალური დაფინანსების შეჩერების გამო მუშაობას წყვეტს - ინფორმაციას „სიენენიავრცელებს.

კორპორაციის განცხადებით, თანამშრომლების უმეტესობას სექტემბრის ბოლომდე გაათავისუფლებენ, ხოლო 2026 წლის იანვრის ბოლომდე მცირე ჯგუფი სამუშაო პროცესის დასასრულებლად იმუშავებს.

კორპორაციის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად მილიონობით ამერიკელის ძალისხმევისა, რომლებმაც კონგრესს დაფინანსების შენარჩუნების მოთხოვნით მიმართეს, კორპორაცია ოპერირების შეჩერების რეალობის წინაშე დგას.

ცნობისთვის, მაისში დონალდ ტრამპმა გასცა ბრძანება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციას, სამსახურისა და ეროვნული რადიოსთვის დაფინანსების შეწყვეტა დაავალა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი