მონტანაში ერთ-ერთ კაფეში მომხდარი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ცნობით, შემთხვევა დილას მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია. 45 წლის კაცი, რომელიც კაფე ბარის გვერდით ცხოვრობდა, მიმალვაშია.
უცნობია რა გახდა სროლის მიზეზი, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.