სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება გაიმართება. სომხური მედიის ცნობით, სწავლებები 12-დან 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით წვრთნების მიზანია სომხეთის საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩართვისთვის, კერძოდ, სამედიცინო ევაკუაციის პროცედურებისთვის მომზადება.
წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია მიიღებს.