აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ღაზაში და თელ ავივში იმყოფებოდა 

02 აგვისტო 2025, 20:00 87 ნახვა

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტიფ უიტკოფი, თელ-ავივში საპროტესტო აქციაზე „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრებს შეხვდა. უიტკოფი ასევე იმყოფებოდა ღაზაში, სადაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ჰუმანიტარული ოპერაციის მიმდინარეობა მოინახულა.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ როგორც ისრაელის ასევე ღაზის მცხოვრებლებიც ითხოვენ ტყვეების დაბრუნებას.

აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ახლა ფოკუსირებული უნდა იყოს ომის დასრულებასა და მძევლების სახლში დაბრუნებაზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი